13 აგვისტო 2020,   06:58
ვრცლად
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ნაკისრ ვალდებულებებს - EMC-ის ანგარიშს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის 2017-2020 წლების ნაკისრ ვალდებულებებს - ამ თემასთან დაკავშირებით ღია საზოგადოების ფონდის პროგრამის მხარდაჭერით ანგარიში მომზადდა. მას დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.

ძირითადი მიმართულება შრომის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული საკითხები იქნება, რომელსაც EMC მიმოიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შრომის კანონმდებლობა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ისინი პარლამენტს შრომის ინსპექციის როლის გაზრდისაკენ მოუწოდებენ, რათა შრომითი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. 

"ვილაპარაკებთ, რამდენად ასრულებს სახელმწიფო ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებს. ბევრი საკითხი რჩება სამწუხაროდ, რომელიც არ არის შესრულებული სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში, ეს ეხება შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას. დღეს შრომის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ არსებობს და შრომის ინსპექცია უნდა იყოს სწორედ ასეთი. მოგეხსენებათ, რომ კანონპროექტი არის შესული პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს მანდატის გაზრდას და მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ ეს კანონპროექტი მიიღოს,“ - განაცხადა კოტე ერისთავმა. 

 

 

დღის ამბები