04 აგვისტო 2020,   07:36
ვრცლად
სვანეთში მეოთხე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან - ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი

უკვე მეოთხე დღეა სვანეთში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. მესტიაში, სოფელ იდლიანის ტყეში მეხანძრეები ღამითაც იმყოფებოდნენ, თუმცა სრულმასშტაბიანი ქრობის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა.

ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი  მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენები სამუშაოებში დღესაც ჩაერთვებიან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. ხანძარი ყველაზე ახლოს სოფელ ლაბურცხელასთან არის, სადაც 14 ოჯახი ცხოვრობს.

სავარაუდოდ, დამწვარია რამდენიმე ჰექტარი წიწვოვანი ტყე. უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღება, ამ ეტაპზე შეუძლებელია.

დღის ამბები