13 აგვისტო 2020,   07:50
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 12 მილიონს უახლოვდება - რთული ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 12 მილიონს უახლოვდება. პანდემიის ეპიცენტრი შეერთებული შტატებია, სადაც შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 24 შტატშია შეჩერებული. გაეროს ინფორმაციით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ერთ წელში დატოვებს. მონაცემების მატების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ქვეყნის წამყვანი ექიმების მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ შტატები პანდემიის კუთხით კარგ მდგომარეობაშია და შესაძლოა ლეტალობის მაჩვენებელი ბევრად მაღალი ყოფილიყო.

რთული ვითარებაა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიაში მილიონზე მეტ ინფიცირებულს შორის არის ქვეყნის პრეზიდენტიც. კარანტინის აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო კოლუმბიამ.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მონაცემები ყოველდღიურად მატულობს რუსეთსა და თურქეთში. ბოლო 24 საათში COVID-19-ს სომხეთში 12, აზერბაიჯანში კი 7 პაციენტი ემსხვერპლა.

დღის ამბები