13 აგვისტო 2020,   06:54
ვრცლად
მუხრანში მომხდარი 2 მკვლელობის დეტალები - ერთ-ერთი ვერსიით შვილიშვილმა პაპაზე შური დედაზე სექსუალური ძალადობის გამო იძია

მუხრანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - "კურიერმა" დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზი გაარკვია. ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, მოკლული პაპა წლების განმავლობაში საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა, ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი ამ ფორმით შური იძია.

მკვლელობა მუხრანში მოხდა. შვილმა მამა და პაპა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცია. წინასწარი ცნობით, დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. დამნაშავეს ეძებენ.

ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები