13 აგვისტო 2020,   07:21
ვრცლად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გამოცდის პროცესს თელავში აკვირდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გამოცდის პროცესს თელავის მე-8 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აკვირდება. 

სოფო გორგოძის თქმით, აბიტურიენტებს დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის ჩაბარება მოუწევთ. მსურველთა რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

აბიტურიენტები შენობაში შესვლამდე ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ, უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო მათ შორის დისტანციას დაცვის პოლიცია არეგულირებს.

რაც შეეხება კონდიცირებას. გორგოძის განმარტებით, გაგრილების სისტემა დილიდან ჩართული იყო და საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოიყენებენ.

მისივე თქმით, ხვალიდან მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულები არიან საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც ტესტირების დრო, კონკრეტული თარიღი და წესებია მითითებული.

დღის ამბები