13 აგვისტო 2020,   07:25
ვრცლად
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელები დღეს მერიასთან შეიკრიბებიან

100-მდე მოქალაქე დღეს მერიასთან შეკრებას გეგმავს. ყველა მათგანი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელები არიან. მოქალაქეები თბილისის მუნიციპალური სამსახურისგან საკუთარი მიწის ფართობების სურვილის შესაბამისად გამოყენების უფლებას მოითხოვენ.

წლების წინ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტერიტორია ჯერ რეკრეაციულ, შემდეგ კი ლანდშაფტურ ზონად გამოცხადდა, შესაბამისად მასზე ნებისმიერი სახის ქმედება - მათ შორის სახლის აშენება იკრძალება. მოსალხეობამ სადაო საქმის მოსაგვარებლად 5 წლის წინ სასამართლოსაც მიმართა. 

დღის ამბები