13 აგვისტო 2020,   01:41
ვრცლად
გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - ეს ის ხუთი ქვეყანაა, რომლებთანაც საქართველომ ფრენები უპირობოდ აღადგინა

გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი - ეს ის ხუთი ქვეყანაა, რომლებთანაც საქართველომ ფრენები უპირობოდ აღადგინა. საუბარია მხოლოდ ამ 5 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებზე. ისინი საქართველოში ჩამოსვლის დროს სავალდებულო კარანტინს არ გაივლიან, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ელექტრონული ანკეტის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. საქართველოში ვიზიტის მსურველი უცხოელებისგან განსხვავებით, 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამ 5 ქვეყნიდან ჩამოვა.

5 ქვეყნის გარდა საზღვრები ამ დრომდე არ იხსნება ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან - ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი - ამ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლა ისევ ჩაკეტილია. 

ეპიდსიტუაციის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, გადაიხედება თუ არა მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება. 

გერმანიის შემთხვევაში 2 აგვისტო ყველაზე ბოლო თარიღია, როცა პირდაპირი რეისები უნდა განახლდეს.

5 ქვეყანასთან ფრენების აღდგენას დაგვიანებულს უწოდებენ ოპოზიციაში. კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებითაც, სხვა, შედარებით უსაფრთხო ქვეყნებთან რატომ არ გაიხსნა საჰაერო მომოსვლა. მმართველ პარტიაში ოპონენტების კრიტიკა უპასუხისმგებლო განცხადებებად შეაფასეს.

საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში და ამბობენ, რომ საკურორტო ზონები სტუმრების უსაფრთხოდ მისაღებად მზად არიან. 

საქართველოს ცა ავიამიმოსვლებისთვის ეტაპობრივად ჩაიკეტა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდა. გამონაკლისი მხოლოდ ის ფრენები იყო, რომლითაც სამშობლოში საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეც რეისებით აბრუნებდნენ.

დღის ამბები