10 აგვისტო 2020,   16:04
ვრცლად
კიდევ ერთი სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული მენაშენეები კუთვნილი ფართების დაკანონებაში დახმარებას მერიისგან ითხოვენ 

თბილისის მერიასთან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანიის მხრიდან დაზარალებულმა მენაშენეებმა აქცია გამართეს და 2017 წელს შეძენილი ბინების დაკანონებას და მშენებლობების დასრულებას მოითხოვეს.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "როიალ დეველოპერი" ატარებდა, აქციის მონაწილეები მერიისგან ახალი ინვესტორის მოძიებას ითხოვენ, რომელიც ობიექტებს დაასრულებს.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, კომპანიის წინააღმდეგ ფინანსურ პოლიციაში სარჩელი შეიტანეს, თუმცა ჯერჯერობით რეაგირება არ მომხდარა.

"ჩემი ფართი ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიას გაუფორმდა, რომელმაც ამ კორპუსს არქიტექტურული ნახაზი გაუკეთა. ასე არის უამრავი ფართი მითვისებული მშენებარე კომპანიების მიერ და შემდეგ იაფად გაყიდული. მერიის მიმართ გვაქვს მოთხოვნა, რომ გვიშუამდგომლოს ინვესტორსა და მიწის მეპატრონეებს შორის მოლაპარაკებებში, ან თავად გვინახოს ინვესტორი," - აცხადებს აქციის მონაწილე. 

დღის ამბები