15 აგვისტო 2020,   07:09
ვრცლად
ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე გამოკითხვაზე იმყოფებიან

ადვოკატები ვასილ მამულაშვილი და ალექსანდრე კობაიძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ნივთმტკიცებულებებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ 7 ივლისს მას მტკიცებულების სახით გადაეცა ერთ-ერთი დაკავებულის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტო-ვიდეომასალის აღმოჩენას ადასტურებს პროკურატურაც. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის შესწავლა ცალკე წარმოებად გამოიყო.

დღის ამბები