15 აგვისტო 2020,   17:29
ვრცლად
ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს - არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანა.

არასრულწლოვნს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაჭრას წინ უძღოდა შელაპარაკება რამდენიმე ახალგაზრდას შორის. ადგილზე გვიან ღამემდე სამართალდამცავები მუშაობდნენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები