15 აგვისტო 2020,   18:55
ვრცლად
ხანძარს რუსთავში მსხვერპლი მოჰყვა - ადგილობრივების ინფორმაციით ცეცხლი განზრახ იყო გაჩენილი

რუსთავში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. დამწვარია მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის ორი ბინა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ბინაში მცხოვრებმა 41 წლის მამაკაცმა მიზანმიმართულად გააჩინა და დაიწვა.

მეზობლების თქმით, გარდაცვლილი ეტლით მოსარგებლე იყო, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ცეცხლი გვერდით მდებარე ბინაზეც გადავიდა, სადაც დედა და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. მოხდა მოსახლეოების ევაკუაცია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია.

დღის ამბები