09 აგვისტო 2020,   07:27
ვრცლად
ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს დეპუტატს ბრალს დღეს წაუყენებენ

ოჯახის წევრებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს დეპუტატს, ბრალი დღეს უნდა წაუყენონ.

მოგვიანებით, მის აღმკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს. სამართალდამცავები მიხელ გრემელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, დეპუტატი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით მეუღლესა და შვილებს დაემუქრა და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მმართველი გუნდის წევრს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები