09 აგვისტო 2020,   07:09
ვრცლად
როგორ მუშაობდა პანდემიის პირობებში სასამართლო სისტემა - საია სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენეს

როგორ მუშაობდა პანდემიის პირობებში სასამართლო სისტემა - სპეციალურ ანგარიშს ამ საკითხზე საია წარმოადგენეს.

ახალგაზრდა იურისტები ამბობენ, რომ დისტანციურად სასამართლო პროცესების ჩატარებისას არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. პრობლემური იყო მოწმეების გამოკითხვის პროცესი და იყო
მათზე ზეწოლის რისკები. საია-ში ამბობენ, რომ პანდემიის პირობებშიც კი სხდომების სასამართლო შენობებში ჩატარება უნდა მომხდარიყო.

"სხდომის დროს მოწმის დაკითხვა იყო პრობლემური საკითხი, ვინაიდან ის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა. ამ შემთხვევაში რისკი არის დიდი, რადგან შესაძლოა იყოს ზეწოლა და წნეხი. კიდევ ერთი პრობლემა იყო ციხიდან ჩართვებისას, რადგან არაერთი ტექნიკური პრობლემა გაჩნდა,"- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორმა მერაბ ქართველიშვილმა. 







დღის ამბები