09 აგვისტო 2020,   06:35
ვრცლად
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან შს მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

ვახტანგ გომელაურმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისთვის, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის პოსტი ურსეს 5 წლის განმვალობაში ეკავა.

დღის ამბები