09 აგვისტო 2020,   07:18
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ ახალი აღჭურვილობა გადასცა

ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცა სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ.

აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს სანაპირო დაცვის მოთხოვნებს და კავშირის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ამერიკული სააგენტო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გაძლიერების მიზნით, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

დღის ამბები