15 აგვისტო 2020,   02:14
ვრცლად
თუ რაიმე გადაცდომა დაფიქსირდება პროკურატურამ ახალი გამოძიება უნდა დაიწყოს - პრემიერი შაქარაშვილის საქმეზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს. მისივე თქმით, თუკი გამოძიების შემდეგ რაიმე საეჭვო გარემოება დაფიქსირდება, შესაძლო გადაცდომებზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სხვა ახალი გამოძიება პროკურატურამ. 

"მთავრია გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა, ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების შემდეგ, ვინმემ დაუშვა შეცდომა, ან არ შეასრულა თავისი მოვალეობა შესაბამისად, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელზეც კიდევ სხვა გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს საქმე ჭორაობის საგანი არ უნდა იყოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები