07 აგვისტო 2020,   19:25
ვრცლად
სანქციები ხელოვანებს - არტისტებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას და მთავრობას გააკრიტიკებენ ქვეყანაში შესვლის უფლება შეეზღუდებათ

ის არტისტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას და მის მთავრობას გააკრიტიკებენ ქვეყანაში შესვლის უფლება შეეზღუდებათ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი პუშკოვის განცხადებით, რუსეთის ბაზარს, რიგი ხელოვანები ფულის გასაკეთებლად იყენებენ, შემდეგ კი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ზიანს აყენებენ, რის გამოც ხელისუფლება ვალდებულია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა იმ პირს, რომლიც ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევა ქვეყანაში შესვლისა და მოღვაწეობის უფლება შეუზღუდოს.

პოლიტიკოსი ხელოვანებთან ერთად, სანქციების პოლიტიკურ ფიგურებზე დაწესებასაც ითხოვს ანალოგიური ბრალდებით.

დღის ამბები