07 აგვისტო 2020,   19:26
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მომზადებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს

სამოქალაქო სექტორი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მომზადებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს.

დღეს, საკითხის პირველი საკომიტეტო მოსმენა დაიწყო. სხდომას დეპუტატებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა მაუწყებლის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ისინი ხედავენ საფრთხეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები დამტკიცდება, კომისიას შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და სხვადასხვა ორგანიზაციას დროებითი მმართველი დაუნიშნოს.

"ორივე კანონპროექტი ერთდროულად მომზადდა, ყოველგვარი ექსპერტული ჩარევის გარეშე. ეს არის ნაჩქარევად მომზადებული კანონპროექტი, რომელიც აუარესებს ქვეყენაში გამოხატვის თავისუფლების საკითხს. ეს არის კანონპროექტები, რომლებიც მარეგულირებელ კომისიას აძლევს იმისა საშუალებას, რომ მუდმივად ერეოდეს მაუწყებელთა სუბიექტების საქმიანობაში,"- აღნიშნავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ კანონი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ამიტომ, აუცილებელია ეს ცვლილებები უნდა იყოს გაწვეული. 

"გაუგებარია რამ გამოიწვია კანონში ასეთი სწრაფი ცვლილებები. წყობის მხრივ ამ კანონს აქვს სერიოზული ხარვეზები, გამომდინარე იქიდან, რომ მარეგულირებელ კომისიას დღევანდელი მანდატით ეძლევა ისეთი უფლებამოსილება, რომელი მათ კანონით არ აქვთ განსაზღვრული,"- აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

დღის ამბები