07 აგვისტო 2020,   16:05
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები - პროკურატურა

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები. 

"გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულის მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელსაც პროკურატურა ასაჯაროებს, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით.

დღის ამბები