14 აგვისტო 2020,   01:02
ვრცლად
როგორ გახდა ვანო ჩხარტიშვილი დაკარგული ანაბრების სინონიმი - ბიზნესმენი განმარტებას აკეთებს 

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ანაბრების თემასთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტებას აკეთებს. ბიზნესმენი ანაბრების დაკარგვას ინფლაციას უკავშირებს და ამბობს,  რომ მას საქართველოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. ის ამბობს, რომ იმ პერიოდში, შესაბამისი თანამდებობაც კი არ ეკავა.

კითხვაზე, როგორ გახდა ვანო ჩხარტიშვილი დაკარგული ანაბრების სინონიმი - ბიზნესმენი პასუხობს, რომ მას გავლენის მოხდება ფიზიკურად არ შეეძლო.ამასთან,  მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შეიქმნა საპარლამენტო კომისია, რომლიც იძიებდა ვანო ჩხარტიშვილის კავშირს ანაბრების გაუფასურებასთან, თუმცა კომისიამ ეს კავშირი ვერ დაადგინა.       

"მე ფიზიკურად არ შემეძლო, შეუძლებელი იყო, რომ მე, ეს საქართველოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკაზე კუპონსა და მანეთს შორის რაიმე გავლენა მომეხდინა. იმიტომ რომ, მაგ პერიოდში ვიყავი ჩვეულებრივი ბანკის მმართველი, პატარა კომერციული ბანკის მმართველი. ამის შემდეგ, ეს თემა ისევე წამოიწია ბატონი მიშა სააკაშვილის კონფლიქტის დროს, როდესაც ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, ის იყო იუსტიციის მინისტრი შევარდნაძის მთავრობის დროს. მან თქვა პირველი განცხადება, რომ ბებიაჩემმა წუხელ მკითხა ჩემი ანაბრების საკითხი სად არის  და მე ვუთხარი, რომ მაგ ანაბრებთან დაკავშირებით ვანო ჩხარტიშვილია დაკავშირებულიო.

ამის შემდეგ, მე ვხდები პარლამენტის წევრი სააკაშვილის პარლამენტში, ფრაქციის თავმჯდომარე და მომეცა საშუალება, რომ დამეყენებინა საკითხი და შევქმენით სახელმწიფო საგამოძიებო კომისია პარლამენტში, სადაც სააკაშვილის მთავრობის დროს შევიდა ისეთი მემარცხენეები, როგორიც იყო კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, ვასიკო მაღლაფერიძე. დაიკითხა აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო კომისიის სტატუსიდან გამომდინარე და საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მაგ პერიოდში, მე ბანკში არ ვმუშაობდი, მე არ შემეძლო ფულადსაკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე გავლენა მომეხდინა და არავითარი კავშირი ანაბრებთან მიმართებაში არ მქონია. ეს არის სააკაშვილის საგამოძიებო კომისია,“ - აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი. 

 

 

დღის ამბები