13 აგვისტო 2020,   01:03
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 981-ია.

5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის 851-ია.  გარდაცვლილია 15.

კარანტინის რეჟიმში 4851, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 ადამიანია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი 31-ს შეადგენს.

 

დღის ამბები