13 აგვისტო 2020,   23:33
ვრცლად
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით ინფიცირების 45 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 45 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი 1 214-ით გაიზარდა.

ქვეყანაში COVID-19-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 70 398-ს აღწევს.

"არაფერი კეთდება მოქალაქეების დასაცავად, შეგიძლიათ, თავად ნახოთ, რა ხდება ტრანსპორტში, ის სულ სავსეა, არ არსებობს სოციალური დისტანცია, მხოლოდ პირბადის ტარება სიტუაციას არ გამოასწორებს,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დღის ამბები