14 აგვისტო 2020,   00:13
ვრცლად
ქართველი მეზღვაურების როტაცია - 51 ქართველი მეზღვაური ტოგოში გაემგზავრა, სადაც ისინი გემებზე დასაქმდებიან

51 ქართველი მეზღვაური ტოგოში, ქალაქ ლომეში გაემგზავრა, სადაც ისინი გემებზე დასაქმდებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი შეცვლიან სხვა ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ხომალდზე მსახურობდნენ.

ჩარტერული რეისით, რომლითაც ქართველი მეზღვაურები ტოგოში გაემგზავრნენ, საქართველოში 41 მეზღვაური დაბრუნდა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებით, მეზღვაურები "საკვანძო პროფესიის" წარმომადგენლებად გამოცხადდნენ, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით, 100-მდე სხვა ქვეყნის მოქალაქე მეზღვაურის როტაცია განხორციელდა.

დღის ამბები