14 აგვისტო 2020,   01:09
ვრცლად
კასპში ცემენტის ქარხანასთან საპროექტო აქცია გაიმართა

ქალაქ კასპში, ცემენტის ქარხანასთან საპროექტო აქცია გაიმართა. შეკრებილი ადგილობრივები ქარხნის ადმინისტრაციას და ხელისუფლებას ერთთვიან ვადას აძლევენ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს.

ისინი ყვებიან, რომ ქარხანაში მოუწესრიგებელია ფილტრები და რაც არის ისიც ითიშება ღამით. ხოლო ცემენტით დატვირთული მძიმე ტექნიკა ალტერნატიული გზის არ სარგებლობს და მათ ქუჩაზე დადის, რაც არამარტო აუტანელი ხდის იქ ცხოვრებას, არამედ საფრთხეს უქმნის მათი შვილების სიცოცხლესაც.

"ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანაში საპასუხო კომენტარი არ გააკეთეს.

დღის ამბები