14 აგვისტო 2020,   00:25
ვრცლად
უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. კურსის მონაწილეებმა სამი კვირის განმავლობაში წვრთნები თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე გაიარეს.

სამთო მომზადების განმავლობაში სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები შეისწავლეს, ასევე გაიარეს სამხედრო-ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება.

დღის ამბები