11 აგვისტო 2020,   01:54
ვრცლად
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები, კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ 28 ნომერში მიმდინარე მშენებლობა მომიჯნავე სახლებთან მხოლოდ 50 სანტიმეტრით არის დაშორებული, ფანჯრები ერთმანეთის პირისპირაა. ადგილობრივების თქმით, რამდენჯერმე მშენებარე კორპუსის აივნიდან უცხო პირები მათ საცხოვრებელ ბინებში გადავიდნენ და იყო ძარცვის მცდელობა.

აქციაზე შეკრებილები ქალაქის  მერიას და მშენებელ კომპანიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ და კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ.

დეველოპერული კომპანია ამბობს, რომ მშენებლობა ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს და არ იზიარებს ადგილობრივების პოზიციას.

დღის ამბები