14 აგვისტო 2020,   00:27
ვრცლად
პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი - მეუფე შიო კოვიდ პანმდემიასა და ეკლესიაზე

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მოციქულების, პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა. იქადაგა პატრიარქის მოსაყდრე შიომ.

მეუფე შიომ პანდემიის დროს პატრიარქის და ეკლესიის როლზე ისაუბრა.

"თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახლავთ. მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი," - განაცხადა მეუფე შიომ. 

დღის ამბები