13 აგვისტო 2020,   23:58
ვრცლად
მესტიის სოფელ მულახში 45 წლამდე მამაკაცს ეძებენ - ის მდინარეში ავტომობილით გადავარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში ბეჩოს მკვიდრ 45 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ის მულახში, მდინარე მულხურაში  "დელიკის" მარკის ავტომობილით გადავარდა.

გამგებლის ინფორმაციით, მდინარეში უკვე იპოვნეს აღნიშნული მანქანა, თუმცა მამაკაცი მანქანაში არ იმყოფება.

შემთხვევა მულახში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები