15 აგვისტო 2020,   18:48
ვრცლად
აფეთქება თემქაზე - საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულზე სავარაუდოდ ბუნებრივი აირი დაგროვდა

ძლიერი აფეთქება მოხდა გვიან ღამით თემქაზე - საცხოვრებელი სახლის მეათე სართულზე, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირი დაგროვდა. 

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძეს განცხადებით, ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად არავინ დაშავებულა. საჭირო არ გამხდარა მოსახლეობის ევაკუაცია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზიანებულია ფანჯარა და თაბაშირ-მუყაოს კედლები. ადგილზე მობილიზებული იყო ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ტერიტორია შემოფარგლული იყო. აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელიც.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები