15 აგვისტო 2020,   18:20
ვრცლად
ავარია აღმაშენებლის ხეივანში - დაშავებულია 4 ადამიანი

ავარია აღმაშენებლის ხეივანში - შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ოთხი მანქანა ფიგურირებს, მათ შორის არის სამგზავრო ავტობუსი.

დარტყმის შედეგად ერთ-ერთი მსუბუქი მანქანა ამობრუნდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, შედარებით რთულია ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა. მას ნეკნები აქვს მოტეხილი, დაზიანებულია ხერხემლის მალებიც. ვინ იყო მომხდარში დამნაშავე, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"ერთი პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩატარებული კვლევის შედეგად მწვავე პათოლოგია არ გამოვლინდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, კვლევის შედეგად გამოვლინდა გულ-მკერდის ნეკნების მალების მოტეხილობა, ფილტვის ქსოვილის დაჟეჟილობა და ასევე ხერხემლის წელის მალების დაზიანება. რჩება ასევე სპონტანურ სუნთქვაზე, მკურნალობას გააგრძელებს ჩვენს კლინიკაში," - აცხადებს გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმი მარიკა უტიაშვილი.

დღის ამბები