15 აგვისტო 2020,   17:54
ვრცლად
დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

"ქართული ოცნების" დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. სავარაუდოდ, დღეს გაიმართება სასამართლო პროცესიც, რომელმაც მისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

"საკმაოდ არასასიამოვნო ფაქტია, არცერთი მშობლისთვის არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს თუ მშობელი მაღალი პასუხისმგებლობის სეგმენტშია. მტკივნეულია ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ასე გამწარებით და ასე თავაღებით იმეტებენ ერთმანეთს. ალბათ გაცილებით უფრო მეტი ფოკუსირებაა საჭირო ჩვენი და საზოგადოების ამ პრობლემატიკაზე. ჩემი აზრით, ნებისმიერ დანაშაულზე, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, უნდა აგოს პასუხი," - განაცხადა კობა კობალაძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

უფლებადამცველები ბრალდებულის უდანაშაულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ის დაკავებული არ უნდა იყოს, რადგან პოლიციას თავად მიმართა. ადვოკატები არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობას დააყენებენ.

დავით კობალაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. მისი დაკავება თბილისში 24 ივნისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ 2 პირი. 

დღის ამბები