15 აგვისტო 2020,   17:37
ვრცლად
ჩხუბი და სროლა თბილისში - შემთხვევა გვიან ღამით წყალტუბოს ქუჩაზე მოხდა

ჩხუბი და სროლა თბილისში. შემთხვევა გვიან ღამით წყალტუბოს ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველის თქმით, 15-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც ერთი გასროლაც მოჰყვა.

გასროლიდან მალევე, ადგილზე ათამდე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული, თუმცა მათ ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე აღარ დახვდნენ.

წყალტუბოს ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. დაშავდა თუ არა ჩხუბის დროს რომელიმე ახალგაზრდა, უცნობია.

"ჩხუბის ხმა იყო და ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ რამდენიმე ადამიანი გამოიქცა აქეთკენ, შემდეგ ერთი ძირს დავარდა და რამდენიმე ურტყამდა ზემოდან, მერე იყო გასროლის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო და ფიზიკურიც," - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

დღის ამბები