15 აგვისტო 2020,   17:45
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი პროკურატურისგან ახალ მტკიცებულებებს გამოითხოვს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი პროკურატურისგან დღეს ახალ მტკიცებულებებს ოფიციალურად გამოითხოვს. საუბარია ავტომანქანა "ტოიოტა ქამრიში" მსხდომი 6 პირის უფლებადამცველებზე.

"მივმართავთ მტკიცებულებების გადმოცემის მოთხოვნით, რაც დამატებულია. ვრცელდება ერთგვარი ვერსია, თითქოს ბრალი უნდა წარედგინოთ "ტოიოტა ქამრიში" მყოფ მგზავრებს. ეს არ არის გამოძიების და ბრალდების ვერსია და პოზიცია დღეის მდგომარეობით, ფიზიკურად ვერ იქნება, ვინაიდან დღეის მდგომარეობით არ არსებობს ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა დასაბუთებული ვარიანტის სტანდარტით, რაც შექმნის ამ ბრალდების წარდგენის საფუძველს," - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა. პარალელურად, 13-დან 17 ტომამდე გაზრდილია მკვლელობის საქმე. საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი ჩვენებები და მტკიცებულებები მკვლელობის შესახებ ბრალის დასამძიმებლად - ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

დღის ამბები