15 აგვისტო 2020,   17:41
ვრცლად
"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებს დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

ხმაურს ელოდებიან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე - დეპუტატებმა "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები უნდა განიხილონ. საუბარია პროექტზე, რომლის თანახმადაც სემეკს უფლება ეძლევა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გაყიდვა აუკრძალოს.

ოპოზიცია ინიციატივას მორიგ ანტისაბაზრო პროექტად აფასებს და ამტკიცებს, რომ ცვლილებები პოტენციურ ინვესტორებს ენერგეტიკის სფეროში შემოსვლის ინტერესებს დაუკარგავს.

სიახლის დადებით მხარეებზე საუბრობენ უმრავლესობაში. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაიწერება თარიღი, თუ როდის მოხდება სესიაზე იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობას წლის ბოლომდე სპეციალური შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს. დღევანდელი ბიუროს შემდეგ პარლამენტში რიგგარეშე სესიაც გაიმართება.

დღის ამბები