15 აგვისტო 2020,   17:17
ვრცლად
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს რიგგარეშე სესიაზე კენჭს ხვალ უყრიან 

შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სხდომა გაიმართება დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე. დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით შემუშავებულ კანონპროექტს უკვე ხვალ რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყარონ.

ანალოგიური პროცედურა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა საკითხი დამატებითი განხილვის მიზეზით გადაიდო. კანონპროექტის მიზნად დასაქმებულთა უფლებებისა და დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციისგან დაცვა სახელდება.

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში გაწერილია 40 საათიანი სამუშაო დრო, ცვლილებაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში და დარეგულირებულია სტაჟირების დრო. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ.

დღის ამბები