15 აგვისტო 2020,   18:14
ვრცლად
რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული მამაკაცის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს ამ დრომდე არ აქვს

ამ დრომდე უცნობია რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული მამაკაცის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია.

33 წლის ზაზა გახელაძე  3 დღის წინ კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. უკანონო დაკავების დროს მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს. 

თბილისი მომხდარს პროვოკაციად და პანდემიის დროს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ვითარების დაძაბვის მცდელობად მიიჩნევს. მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის მისიამ.


დღის ამბები