11 აგვისტო 2020,   05:15
ვრცლად
დღეს დადასტურებული COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დადასტურებული 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცხრავე შემთხვევა იმპორტირებულია, მათგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

"დღეის მონაცემებით დაგვემატა 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. იყო 986; 9 ახალი დადასტურებული შემთხვევით გახდა 995. გამოჯანმრთელებულები დღეის მონაცემებით არ გვყავს. 

9 ახალი დადასტურებული შემთხვევა ყველა გახლავთ იმპორტირებული. ყველას დიაგნოსტირება მოხდა საკარანტინო სივრცეში. ამ 9-დან 5 გახლავთ სატვირთო მანქანის მძღოლი.

ამ მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში კოვიდ დადასტურებულების 151 პაციენტი მკურნალობს,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ამ ეტაპზე, კორონავირუსის ინფექციით 25 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, 2 სომხეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 1 რუსეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე. სამივე პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.

დღის ამბები