11 აგვისტო 2020,   02:41
ვრცლად
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა და სახლები დაიტბორა - მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა ისევ დაიტბორა.

წყალი მოსახლეობის დიდი ნაწილის საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შევიდა და მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა.

დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, პრობლემა წლებია მოუგვარებელია და მსგავსი სიტუაცია პრაქტიკულად ყოველი წვიმის შემდეგ იქმნება. 

როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ყველა წყალსატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა ზღვაზე არის ძლიერი ღელვა და წყლის გადადინება ვერ ხერხდება. ადგილობრივი მერიის განცხადებით, შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის და შესაბამისად, მათ ზიანი აუნაზღაურდებათ.

დღის ამბები