11 აგვისტო 2020,   02:44
ვრცლად
ქუთაისში ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

კორონავირუსით ინფიცირებული ქუთაისის მკვიდრის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ისევ იკვლევენ.

არ არის გამორიცხული იმ პირთა წრე გაიზარდოს, ვისთანაც ქუთაისში ინფიცირებულ სატვირთო ავტომობილის მძღოლს პირდაპირი თუ ირიბი კავშირები ჰქონდა. ეპიდემიოლოგები 45 წლის მამაკაცის კავშირებს იკვლევენ.

თავად პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა იმიტომ, რომ ფილტვებში პნევმონიის პროცესი არის და მიმდინარეობს ძირითადი დანიშნულება, დღეს გაუკეთდება კვლევა. მძღოლები დადიან, მანქანებს აკეთებენ, ტვირთს ტვირთავენ, ემზადებიან მომავალი მოგზაურობისთვის, რაღაც კონტაქტებიც არის და ამაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ქუთაისის მაცხოვრებელია და ქუთაისშია ეს კონტაქტები," - განაცხადა ქუთაისის კლინიკა "ლჯ და კომპანია - ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ.

დღის ამბები