11 აგვისტო 2020,   01:58
ვრცლად
უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა და გზები დატბორა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხონის მუნიციპალიტეტში.

წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა სოფელ მათხოჯში და წყალი გზებზე გადავიდა. ასევე ნალექის შედეგად ქვა-ღორღი ჩამოიტანა წყალმა გორდის და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე.

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად ადგილზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა დილიდან დაიწყო. ხონის  მერის ლადო ჯურხაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

დღის ამბები