11 აგვისტო 2020,   02:46
ვრცლად
მაია ცქიტიშვილი თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

ვიზიტის დროს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონის წყალმომარაგების პრობლემაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მის მოგვარებას დაჰპირდა.

"ამჯერად ქვემო ქართლში ვიმყოფებით და აქ მაგალითად 16 ახალი სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტია. ჯამში დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების არის. საკმაოდ მცირე სკოლებიდან დაწყებული, 60 ბავშვიანი სკოლიდან დაწყებული 350-400 ბავშვიან სკოლამდე ავდივართ ამ პროექტების ფარგლებში და ეს ყველაფერი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში ბევრად უფრო კარგი გარემო შევთავაზოთ ბავშვებს, შესაბამისად ეს ყველაფერი სწავლის ხარისხზეც აისახება," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

​​

დღის ამბები