14 აგვისტო 2020,   01:24
ვრცლად
"ტესლას" მარკის ავტომობილი არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ - "გირჩის" წინასაარჩევნო პრეზენტაცია

პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, "ტესლას" მარკის ავტომობილების მოგების შანსი ექნებათ.

ამის შესახებ მან კაჭრეთის ამბასადორში, "გირჩის" წინასაარჩევნო პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

კერძოდ, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც არჩევნების დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას დააფიქსირებს. გათამაშებაში მონაწილეობისთვის კი საჭიროა ამომრჩეველი "გირჩის" პორტალზე დარეგისტრირდეს.

ხოლო,31 ოქტომბერს საღამოს 21:00 საათამდე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნოს საარჩევნო უბანთან გადაღებული სელფი, რომელშიც გამოჩნდება უბნის ნომერი, ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე.

ინიციატივის მიზანია,მომავალი საპარლამენტოს არჩევნებზე ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა.
დღეს ასევე ​"გირჩმა" საკუთარი გაზეთის "მეტი თავისუფლების" პრეზენტაცია გამართა, სადაც ძირითადად პარტიის შესახებ იქნება ინფორმაცია.

დღის ამბები