11 აგვისტო 2020,   02:49
ვრცლად
ჩვენი პასუხისმგებლობა გათავისებული გვაქვს, არ ხდება ისე, რომ ვიღაცას იმუნიტეტი ჰქონდეს - კობა კობალაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატის კობა კობალაძის ბრალდებული შვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმას სასამართლო დღეს განსაზღვრავს. შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც კობალაძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, მის ინტერესშიც არის, საქმე სამართლებრივ ჭრილში გადაწყდეს.

"როგორც მშობლის პოზიცია საკმაოდ მძიმეა. ჩვენი პასუხისმგებლობა გათავისებული გვაქვს. იქნება სასამართლო პროცესი, მიმდინარეობს სამართლებრივ სივრცეში ეს პროცესი. დამიჯერეთ რა, არ არის დღეს ისე, რომ ვინმეს ნება-სურვილით და ისტერიით ვინმეს ან სიმართლე დაეკარგოს ან ვიღაცას იმუნიტეტი ჰქონდეს შერჩეული, როგორც იყო ან კიდევ ვიღაცას ტყუილი ბრალდება წარედგინოს.

არ ვიქნები ამ ისტერიკის და ამ განცდების მონაწილე, რა განცდებიც თავისი სახელფასო უზრუნველყოფის იქით ხალხს არ აქვს გათავისებული," - განაცხადა კობა კობალაძემ. 

შეგახსენებთ, დავით კობალაძეს ჯგუფური ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ის 24 ივნისს თბილისში მომხდარი დაპირისპირების გამო, 18 დღიანი დაგვიანების შემდეგ, 11 ივლისს დააკავეს. საქმე ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით აღიძრა. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ 5 პირი.

ინფორმაცია გაავრცელა პროკურატურამ. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, 6 ახალგაზრდა შურისძიების მოტივით თავს დაესხა ერთ პირს, რა დროსაც პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ბასრი საგნების გამოყენებით.

დღის ამბები