13 აგვისტო 2020,   01:08
ვრცლად
რეპეტიციები დასაშვები იქნება, ამაზე ჩვენ ცალკე პროტოკოლი შევიმუშავეთ, როგორ წარიმართოს პროცესი - ბექა ფერაძე

რეპეტიციები, დასაშვები გახდება, ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ისაუბრა. 

რეპეტიციები გარკვეული რეგულაციების დაცვით ჩატარდება, თუმცა შეზღუდვები არ იქნება ძალიან მკაცრი.

"შემოქმედებითი სამუშაოები ფიზიკურად ვერ განხორციელდება თუ მას წინ არ უძღვის რეპეტიციები. ამაზე ჩვენ ცალკე გვაქვს პროტოკოლი, როგორ უნდა წარიმართოს რეპეტიციის პროცესი. რეკომენდებულია 10 ადამიანი, თუმცა ეს კატეგორიული მოთხოვნა არ არის. საგრიმიოროში ერთი გრიმის გამოყენება ერთ ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი. გარდერობის და კოსტიუმების სპეციალური სადეზინფექიცო ხსნარებით დამუშავება, თუ ის ერთ ადამიანს არ აცვია მხოლოდ. ეს არის ძირითადი რეკომენდაციები, რომ რეპეტიციები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები