07 აგვისტო 2020,   19:26
ვრცლად
გავრცელების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ კორონავირუსის აგრესიულობა შესუსტდა - ექიმები ვირუსის მეორე შემოტევისთვის ემზადებიან

ადამიანებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ისწავლეს, თუ როგორ უნდა აჯობონ COVID-19-ს. 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა. აგრესიული ბუნებაც მეტნაკლებად შერბილდა. ექიმები, რომელებიც პირისპირ ებრძოდნენ უხილავ მტერს, დღეს ამბობენ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში გამოსავლის მოძებნა კარგად ისწავლეს. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკამ, სადაც 200 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა, უკვე თავისი ფუნქცია დაიბრუნა. ბოლო ინფიცირებული პაციენტი 12 ივნისს გაწერეს. დღეს კლინიკის მიღწევებზე საერთაშორისო გამოცემებში სტატიები იბეჭდება.   

პროტოკოლზე დაყრდნობით შიდა გაიდლაინით, მკურნალობდნენ ყველა პაციენტს და საჭიროების მიხედვით ყველა პირთან ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს იყენებდნენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი იყო ბოქსირებულ სექტორში მოთავსებული. ექიმები 4 თვიანი დაუღალავი შრომის პარალელურად, ვირუსის მეორე შემოტევისთვის ემზადებიან. 

საქართველოში სამედიცინო პერსონალის დადებით შედეგებზე საუბრობენ მათივე კოლეგები. თუმცა ინფექციონისტები გარკვეულ დაგვიანებულ ღონისძიებებზეც მიუთითებენ და თავიდანვე საზღვრების დაგვიანებულ შეზღუდვებზე საუბრობენ.   

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებს, რომელიც ვირუსის პანდემიისას ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირების საკითხებს შეისწავლის. ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მთავარი ფლაგმანი კლინიკაა, COVID-19-თან ბრძოლის კუთხით იმედი აქვთ, რომ საქართველოს საპასუხო ზომებს სპეციალური კომიტეტი მაღალ შეფასებას მისცემს. 

საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთესია, ვიდრე მეზობელ და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

კორონავურუსის პირობებში ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მწვანე კუნძულად არის დასახელებული. სპეციალისტებს მიჩნიათ, რომ ასეთმა შეფასება დროული რეკომენდაციების და რეგულაციების დაწესების შედეგია, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. 

დღის ამბები