07 აგვისტო 2020,   19:21
ვრცლად
საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორი და ადეკვატურია

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური იყო.

უცხოელ ეკონომისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მთავრობის მიერ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები სწორი და მნიშვნელოვანია. ექსპერტების რეკომენდაციითვე, ამ თვალსაზრისით საქართველომ ძალისხმევა უნდა განაგრძოს.

საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, რათა ქვეყანაში ბიზნესგარემო უფრო გაუმჯობესდეს და განვითარდეს.

დღის ამბები