03 აგვისტო 2020,   16:00
ვრცლად
დაკარგულ მოზარდს მდინარე ჯუმში კვლავ ეძებენ - ადგილზე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული

მდინარე ჯუმში მოზარდის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამართალდამცავები და ადგილობრივები არიან მობილიზებულები.

სამძებრო სამუშაოებს 20 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და ორი გასაბერი ნავი ასრულებს. მაშველების ჯგუფი მდინარეში უკვე შევიდა. 

სამაშველო ღონისძიებები ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული და მღვრიე წყლის გამო გართულებულია.

ადგილზე მოწყობილია სპეციალური შტაბი, სამაშველო ღონისძიებები დარჩელში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოზარდი მდინარეში გუშინ საღამოს შევიდა. მას მეორე ნაპირზე გასვლა საქონლის გამოსარეკად სურდა.

დღის ამბები