07 აგვისტო 2020,   20:14
ვრცლად
საქართველომ აირჩია ევროპის გზა - საფრანგეთის ელჩი საქართველოში

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სუპერმარკეტ "კარფურის" გუნდს შეხვდა და სუპერმარკეტის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

პანდემიის გამო ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით წელს საფრანგეთის საელჩო მასშტაბურ ღონისძიებას არ გამართავს.

"დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, მაგრამ პანდემიის გამო მასშტაბურ დღესასწაულებს ვერ ვატარებთ, მინდოდა მოვსულიყავი და გულითადი მადლობა გადამეხადა იმ პერსონალისთვის, ვინც წინა ხაზზე იმყოფება. ესენი არიან ექიმები, ექთნები და სავაჭრო ცენტრებში მომუშავე პერსონალი, ისინი მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ პანდემიის დროს.

მსურდა საფრანგეთის სახელით მადლობა გადამეხადა ამ პერსონალისთვის და ჩემი "კარფურში" ყოფნით ხაზი გამესვა, რომ საქართველომ აირჩია ევროპის გზა," - განაცხადა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა.

დღის ამბები