03 აგვისტო 2020,   16:42
ვრცლად
პარლამენტში იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების გაგრძელება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეეძლება

პარლამენტში ამ წუთებში იმ ცვლილებებს განიხილავენ, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების გაგრძელება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეეძლება. კანონში შეზღუდვების ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. დეპუტატები პაკეტს სავარაუდოდ დღესვე დაამტკიცებენ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონპროექტი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.

"თითქოს ეს კანონი ხელს შეუშლის არჩევნების ჩატარებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად საპირისპიროდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვითარების გაუარესების შემთხვევაში ხელისუფლებას დასჭირდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუნდაც ერთ მცირე ლოკაციაში, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ვერ ჩატარდება. ასე რომ პასუხისმგებლობა არის მრავალმხრივი, საჭიროება ამ კანონის ამ ეტაპზე მიღების და ვადის გაგრძელების არის ერთი, რომ დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა, დავიცვათ ქვეყნის უსაფრთხოება და ასევე შევძლოთ, არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში ჩატარდეს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები