03 აგვისტო 2020,   16:15
ვრცლად
მაშველები მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან 31 წლის ქალს მესამე დღეა ეძებენ

კიდევ ერთი დაკარგული და სამძებრო სამუშაოები მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან. მაშველები 31 წლის ქალს ეძებენ. სავარაუდოდ, საუბარია თვითმკვლელობაზე. ქალმა გამოსამშვიდობებელი წერილი ავტომობილში დატოვა. სამძებრო სამუშაოებში სამი სამაშველო ბრიგადაა ჩართული.

მდინარე არაგვისა და მტკვრის შესართავთან დილის 06:30-დან სამძებრო სამუშაოები განახლდა. ამ დროისთვის წყალში 3 სამაშველო ნავია შესული და 15 მაშველი, რომელიც აქტიურად არიან ჩართულები 31 წლის ქალის სამძებრო სამუშაოებში.

სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მისი კუთვნილი ავტომობილი 2 დღის წინ იპოვეს.

მისი გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი დაკარგვის შესახებ 112-ში მეგობარმა დარეკა და განაცხადა, რომ 2 დღის განმავლობაში მეგობარს ვერ უკავშირდებოდა, რის შემდგომაც უკვე მე-3 დღეა ადგილზე აქტიურად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ ხერხდება.

ამ ეტაპისთვის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები